ფასიანი პარკინგი კამერებით


ავტომობილის მანქანის ნომრის ამომცნობი სისტემა პარკინგებისთვის. ფართოდ გამოყენებადი სისტემაა. ნომრის გარჩევადობა არის 98%

პარკინგზე მისული ავტომობილი გაივლის შემდეგ ნაბიჯებს

 

ვარიანტი 1

  1. ავტომობილის შემოსვლისას ნომრის წაკითხვა და ბაზაში დამახსოვრება
  2. ავტომობილის პარკირების პერიოდში ხდება გადასახდელი თანხის საათობრივი დაანგარიშება
  3. ავტომობილის გამოსვლისას გამსვლელ ჯიხურთან არსებული კამერა წაიკითხავს ნომერს და გადასახდელ თანხას მოლარეს დაუწერს კომპიუტერში, რის საფუძველზეც მომხმარებელი გადაიხდის თანხას და გამსვლელი ბარიერი გაიხსნება ავტომატურად

ვარიანტი 2

  1. ავტომობილის შემოსვლისას ნომრის წაკითხვა და ბაზაში დამახსოვრება
  2. ავტომობილის პარკირების პერიოდში ხდება გადასახდელი თანხის საათობრივი დაანგარიშება
  3. ავტომობილის გამოსვლამდე ცალკე მდგომ გადახდის ტერმინალში ავტომობილის ნომრის მითითებით ხდება პარკირების საფასურის გადახდა.
  4. გამოსვლისას ბარიერთან მიახლოებულ ავტომობილს თუ გადახდილი აქვს საფასური გამსვლელი ბარიერი გაიხსნება ავტომატურად