Search results: “”
Showing 1–24 of 130 results
-
-
არასტანდარტული კარი, სისტემა Radius
RADIUS სისტემა
გასაგორებელი კარის 90°-ზე მობრუნების სისტემა(RADIUS სისტემა) . არის სიტუაციები, როდესაც ორფრთიანი ალაყაფის კარის დაყენება ვერ ხერხდება ღიობში. ასევე საერთოდ არ არის გასაგორებელი კარისთვის ადგილი, რომ გაგორდეს. ამ შემთხვევებში გამოიყენება სისტემა, რომელის გასაგორებელ კარს 90 გრადუსით შემოაბრუნებს და გვერდით კედელს გაუსწორებს. აღნიშნულ სისტემაზე თავსებადია ელექტრო ძრავიც.
კოდი: KIT RADIUS -
არასტანდარტული კარი, ტელესკოპური სისტემა
ტელესკოპური გასაგორებელი სისტემა
გასაგორებელი კარის ტელესკოპური სისტემა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც გასაგორებელი კარის ღიობის შემდეგ არ არის საკმარისი მანძილი კარის გასაგორებლად. ამიტომ შესაძლებელია კარის ორ ან სამ ნაწილად გაყოფა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაგალითან 6 მეტრიანი გასაგორებელი კარი 2 მეტრში მოვათავსოთ გახსნის დროს. მაქსიმალური ღიობის სიგრძე 15 მეტრი, ხოლო კარის თითო ნაწილის მაქსიმალური წონა 400 კგ.
კოდი: KIT TELESCOPIC -
-
-
-
გასაგორებელი კარი
Roger Technology BG30/1004/HS
გასაგორებელი კარის ელ.ძრავი Roger Technology BG30/1004/HS . იტალიური წარმოების, ინტენსიური მოხმარების BRUSHLESS ელ.ძრავი, რომელიც მუშაობს 1000 კგ-მდე კარზე. აღჭურვილია მაგნიტური გამჩერებლებით. სწრაფი ძრავი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 20 მ/წთ (სტანდარტული ძრავების სიჩქარე არის 9 მ/წთ). აღჭურვილია ენკოდერით, რომელიც ზუსტ ინფორმაციას აწვდის მართვის პანელს კარის მდგომარეობაზე, რაც უზრუნველყოფს კარის უსაფრთხო მოძრაობას წინააღმდეგობის შეხვედრისას.
აქვს ფოტოელემენტების შეერთების ტერმინალი და ფეხით მოსიარულეთათვის კარის ნაწილობრივი გახსნის ფუნქცია. აღჭურვილია უდენობის დროს მექანიკური გამხსნელით
მოცემული ფასი არის კომპლექტაციის ღირებულება, რომელშიც შედის:
- 1 ცალი ელ.ძრავი Roger BG30/1004/HS
- 6 მეტრი მეტალის კბილანა Hiland Metal Rack
- 1 წყვილი ფოტოელემენტი Beninca Pupilla.T
- 1 ცალი ციმციმა ნათურა Roger Fifthy/230
- 2 ცალი მართვის პულტი Roger E80/TX52R/2
ფასში არ შედის ინსტალაციის საფასური
კოდი: BG30/1004/HS